|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში, შესაძლოა, სამსახურების რაოდენობა შეიცვალოს

ქუთაისის მერიაში, შესაძლოა, სამსახურების რაოდენობა შეიცვალოს. მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი ირაკლი გიორგაძე "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, რომ რეორგანიზაციის მთავარი მოტივი თვითმმართველობის ოპტიზაციაა, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია. მისი თქმით, რეორგანიზაცია არ გულისხმობს ატესტაცია-კონკურსს და ის შესაძლოა, გამოწვეული იყოს სამსახურების შერწყმით ან განცალკავებით. 

"რეორგანიზაცია არ ნიშნავს ატესატაცია-კონკურსს. შეიძლება რეორგანიზაციით მოხდეს სამსახურების შერწყმა, გაყოფა, შტატების შემცირება, ან გაზრდა. გააჩნია სამსახურის უფროსები რა ინფორმაციას წარმოადგენენ. მიმდინარეობს მუშობა, მათ უნდა წარმოადგინონ წინადადებები, შეიძლება შტატი ჭირდებათ, ან ზედმეტი თანამშრომელი ყავთ. რეორგანიზაცია ნიშნავს ინსტიტუციური მოწყობის შეცვლას. რეორგანიზაცია მოხდა ერთი წლის წინ. ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურა, რომელმაც სატესტო რეჟიმში იმუშავა. გამოვლინდა გარკვეული საჭიროებები, რამაც რეორგანიზაციის აუცილებლობა მოითხოვა. გადაჭრით ვერ ვიტყვით, გაიზრდება თუ არა სამსახურების რაოდენობა, პროცესი გამოაჩენს, თუმცა გამორიცხული არაფერია", -განაცხადა ირაკლი გიორგაძემ. 

კითხვაზე, ამ ფორმულირებით გამართულად მუშაობდა თუ არა, მერია და რატომ გახდა საჭირო სამსახურების რაოდენობის შეცვლა, პასუხობს, რომ თვითმმართველობა გამართულად მუშაობდა, მაგარამ საჭიროა ოპტიმიზაცია.

გიორგაძე არ ადასტურებს, რომ რეორგანიზაცია არჩევნების შედეგს მოყვა და არც იმას ვინმეს პოლიტიკური პოზიციის გამო გაუშვებენ. მისი თქმით, არც საკრებულოდან მიუღიათ დირექტივები, რადგან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი არის მერი და ვერანაირად მიიღებდა დირექტივებს ვინმესგან. 

რეორგანიზაციის შესახებ მერმა ბრძანება 30 ნოემბერს გამოსცა.   თანამშორმლებს უკვე ეცნობათ, რომ რეორგანიზიაცია სამ თვეს გაგრძელდება და 28 თებერვალს დასრულდება. გიორგაძის ინფორმაცით, ამ ეტაპზე საუბარი არ არის ააიპებზე. 

რაც შეეხება სამსახურების რაოდენობის ცვლილებას, საჯარო სამსახურის შესახებ კანონით, მერიაში 13 საჯარო მოხელის პოსტი უნდა არსებობდეს. თუ რომელიმე  სამასახური გაიყოფა, მათ ცალკე ჩამოყალიბებას არ არის გამორიცხული მერის მოადგილის პოსტი, ან სხვა სამსახური შეეწიროს.

შეგახსნებთ, რომ სამსახურების დამსხვილება გასულ წელს მოხდა და მერიაში 9 სამსახური დარჩა, მერი კი სამი მოადგილით არის წარმოდგენილი. 

 

„კანონში დაკარგული“ რეორგანიზაცია ქუთაისის მერიაში

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა