|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიასთან ათეულობით მოქალაქე საშვის მიღების მოთხოვნით შეიკრიბა

ქუთაისის შემოსასვლელების ისევ ჩაკეტვამ მოსახლეობას გარკვეული პრობლემები შეუქმნა. მათ, ვისაც სასოფლო სამეურენო სამუშაოებისთვის ქალაქიდან გასასვლელად საშვები ჭირდებათ, გრძელ რიგში უწევთ დგომა.

ათეულობით ადამიანი მერიასთან არის შეკრებილი. მათი თქმით, ქალაქიდან სურთ გასვლა, თუმცა შეზღუდვების გამო გარკვეული საშვები ჭირდებათ, რის გამოც იძულებული გახდნენ მერიასთან მისულიყვნენ და დისტანცია დაერღვიათ.

ფაქტს გამოეხმაურა ოპოზიცია. საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას თქმით, მოსახლეობას მიწები აქვს დასამუშავებელი და ჭირდებთ ქალაქიდან გასვლა, მაგრამ ბიუროკრატიის გამო საშვებისთვის რიგში დგომა უწევთ. მისი თქმით, მერია პანდემიის საფრთხის ფონზე თავად არღვევინებს მოსახლეობას დისტანციას და საფრთხეს უქმნის.

მერიის აუდიტის სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას თქმით, დილიდან ბევრი ადამიანი შეიკრიბა, დაცვის მიერ ხდებოდა მოწოდება დისტანციის დაცვაზე, თუმცა გარკვეულ წილად მოხდა დისტანციის დარღვევა. მისი თქმით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა თანამშრომლების მიერ და საშვს ყველა მოქალაქე მიიღებს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა