|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის პოსტზე მირზა მამასახლისის კანდიდატურა შეირჩა

ქუთაისის მერიის ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახურის უფროსის პოსტზე მირზა მამასახლისის კანდიდატურა შეირჩა. "ნიუპრესის" ინფორმაციით, მამასახლისმა გასაუბრების წარმატებით გავლის შესახებ პასუხი უკვე გაეგზავნა. იგი კომისიამ 5 მსურველს შორის შეარჩია. 

მამასახლისს დამთავრებული აქვს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაგისტრატურა,ასევე თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი (პროფესია ბიზნეს სამართალი), დოქტორანტურა და  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, (პროფესია საჯარო მმართველობა).

2010 - 2013 წლები  ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია პრეზიდენტად ინიშნებოდა. 2014-2017 წლებში მუშაობდა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.  2017-2019 წლები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. 

"ნიუპრესის" ინფორმაციით, მამასახლისი ვიცე-მერი იუზა უგულავას კადრია, იუზა უგულავა მერიაში სწორედ ეკონომიკის მიმართულებით საქმიანობს. ინფორმაციას მამასახლისი თავად არ ადასტურებს და განმარტავს, რომ ის ვაკანტური პოსტით თავად დაინტერესდა, რადგან სურდა საჯარო სამსახურში დაბრუნება. 

მერიაში აცხადებენ, რომ მამასახლისი თანამდებობას ოფიციალურად 2 კვირაში დაიკავებს. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა