|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სპორტის და კულტურის ააიპების თანამშრომლების ატესტაცია იწყება

ქუთაისის  მერიის სპორტული და კულტურული ააიპების თანამშრომლებს ატესტაცია ჩაუტარდებათ.  ატესტაციის პირველი ეტაპია ტესტირება, რომელიც  13 დეკემბერს ჩატარდება.

დაგეგმილ ატესტაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია  ქალაქის მერიის სპორტული და კულტურული ააიპ-ების თანამშრომლებს  მერის მოადგილემ კონსტანტინე ქავთარაძემ გააცნო. 
ტესტირება 100 კითხვისაგან შედგება. აქედან 50 - საკანონმდებლო, 50 კი, მათემატიკური და სხვა ლოგიკური უნარ-ჩვევებისგან შემდგარი საკითხებია. მინიმალური გამსვლელი ქულა 65-ს შეადგენს.

ატესტაციას  ააიპების ადმინისტრაციებში დასაქმებულები გაივლიან. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა