|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერის პოსტზე, შესაძლოა, სოსო ხახალეიშვილის კანდიდატურა დასახელდეს

 როგორც ცნობილი ხდება, ქუთაისის მერობის კანდიდატად მმართველმა ძალამ იმერეთის   რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი უკვე შეარჩია. 

ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ჯერჯერობით არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. კომენტარს არ აკეთებს არც სოსოხახალეიშვილი. 

პანდემიის პერიოდში იმერეთში საკუთარი განცხადებით თანამდებობა სამმა არჩეულმა მერმა დატოვა. ქუთაისის, თერჯოლის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერებმა თანამდებობების დატოვება ფეისბუკ სტატუსებით აცნობეს ამომრჩეველს. 

 ქუთაისისა და თერჯოლის მოსახლეობას ახალი მერების არჩევა საპარლამენტო არჩევნებზე მოუწევთ, პროპორციული სიების და მაჟორიტარი დეპუტატების გარდა მათ არჩევანის გაკეთება მერობის კანდიდატების შორისაც  მოუხდებათ.  რაც შეეხება ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, ვადების გამო აქ ახალი მერის არჩევა არ მოხდება და მერის მოვალეობას ისეც მერის მოადგილე შეარულებს. 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა