|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერმა სასამართლო პროცესი წაააგო

ააიპი ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი უფროსი, სოსო გაბრიჭიძე თანამდებობაზე ბრუნდება. გაბრიჭიძე 2015 წლის 01 ივნისს, ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას ბრძანებით თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რის შედეგადაც სასამართლოში იჩივლა. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ. 2015 წლის 12 ოქტომბერს მან პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესი მოიგო. მოსარჩელის ინტერესებს „საიას“ იურისტი, ზაალ გიორგაძე იცავდა.

"მოლოდინები, რა თქმა უნდა, დიდი მქონდა. სხვაგვარად არც შევიტანდი სარჩელს. სამართლიანობა აღსდგა!.. განაჩენში მითითებულია, რომ დაუყონებლივ უნდა ვიყო აღდგენილი სამსახურში. როგორც კი მივა მერიაში განაჩენი, უახლოეს საათებში უნდა აღასრულონ",- განუცხადა "ნიუპრესს" სოსო გაბრიჭიძემ.

შეგახსენებთ, ქალაქის მერმა გაბრიჭიძის განთავისუფლების მიზეზად არადამაკმაყოფილებელი მუშაობა დაასახელა. გაგრძელდება თუ არა დავა სასამართლოს შემდგომ ინსტანციებში, უმოკლეს პერიოდში გაირკვევა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა