|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მუნიციპალიტეტმა შპს “პარკინგსერვისი” უნდა გააუქმოს - გამჭვირვალობა

ქუთაისის მუნიციპალიტეტმა შპს “პარკინგსერვისი” უნდა გააუქმოს, ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვრივალობა -საქართველო" აცხადებს. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, კომპანია შექმნის დღიდან ვერც ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს ასრულებს და ვერ იხდის მისთვის გადაცემული ქონების იჯარის საფასურს. 

"ქუთაისის მერიას შპს “პარკინგსერვისისგან” 2016-2020 წლებში იჯარის თანხად 2,259,988 ლარი უნდა მიეღო, თუმცა მხოლოდ 149,999 ლარი მიიღო. ეს კომპანია ქუთაისის მუნიციპალიტეტმა 2015 წელს სწორედ იმიტომ შექმნა, რომ  ქუთაისში პარკინგი მოეწესრიგებინა და მუნიციპალურ ბიუჯეტს შემოსავალი მიეღო, თუმცა, ვერცერთი ამოცანა ვერ შესრულდა.

შპს “პარკინგსერვისის” წლიური ხარჯი საშუალოდ 450 ათას ლარია და ამ ფასად ის მოქალაქეებისგან საშუალოდ 252 ათასი ლარის ჯარიმის მობილიზებას ახდენს. მოქალაქეების მიერ პარკინგში ჯარიმის სახით გადახდილი ყოველი 1 ლარი, გადასახადის გადამხდელებს დამატებით 1,80 ლარი უჯდებათ.

კომპანია შექმნის დღიდან ვერც ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს ასრულებს და ვერ იხდის მისთვის გადაცემული ქონების იჯარის საფასურს. ამის გამო ქალაქის მერიამ გააუქმა იჯარის ხელშეკრულება და შპს-ს ქონება უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასცა, ხოლო არასრულად დაანგარიშებული იჯარის თანხა და პირგასამტეხლო, ჯამში 1,784,890 ლარი, 10 წელზე გადაუნაწილა", - აცხადებს ორგანიზაცია.

 

იხ.სრულად

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.25%
გაუარესდა - 68.18%
არ შეცვლილა - 12.57%
სულ - 374 ხმა