|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერის თეატრი „ლელას“ პრემიერას ბაღდათის რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრში გამართავს

27 ოტომბერს , 18 საათზე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი წარმოადგენს რევაზ ლაღიძის სამ მოქმედებიანი ოპერა „ლელას“ აღდგენილ - განახლებული სპექტაკლის პრემიერას.

ოპერის აღდგენაზე იმუშავა შემოქმედებითმა ჯგუფმა: დირიჟორი - რევაზ ჯავახიშვილი, რეჟისორი - მაია გაჩეჩილაძე, მხატვარი - თეო კუხიანიძე, ქორეოგრაფი - ვახტანგ უშვერიძე, ქორმაისტერი - ნათია გოგუაძე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - ირინე ლომინაძე. სპექტაკლში მონაწილეობენ ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები: ლელა - თამარ ლებანიძე, ბერდო - მიხეილ ქებაძე, გელა - ბაკურ კვირიკაშვილი, შერგილი - გივი გიგინეიშვილი, მოზარე - ირმა შავგულიძე, მლოცველი - ემილ ჩარგაზია. თეატრის გუნდი, ორკესტრი, ქორეოგრაფიული დასი. დირიჟორი - რევაზ ჯავახიშვილი.

სპექტაკლი აღდგენილია 2023 წელს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

ქუთაისის ოპერის თეატრის შენობის რეაბილიტაციის გამო, პრემიერა გაიმართება ბაღდათის რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრში.

მხარდამჭერები: იმერეთში სახელმჭიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა