|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორია მსახიობების საშუალო ხელფასი ქუთაისში?

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აქვეყნებს თავის სისტემაში შემავალ თეატრებში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასს“, - ამის შესახებ კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უწყება თითოეულ ინსტიტუციაში დასაქმებული მსახიობების საშუალო ხელფასის შესახებ ინფორმაციასაც ასაჯაროებს. 

როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა,  საშუალო შრომის ანაზღაურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თუმანიშვილის თეატრში ფიქსირდება და იგი შეადგენს 908 ლარს. რაც შეეხება მსახიობების შრომის საშუალო ანაზღაურებას, თუმანიშვილის თეატრში აღნიშნული შეადგენს 1034 ლარს.

 საშუალო შრომის ანაზღაურების მაჩვენებლით მეორე ადგილზე იმყოფება მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრი, სადაც ანაზღაურება შეადგენს 843 ლარს. ხოლო მსახიობების საშუალო ანაზღაურება 850 ლარია.

 შრომის საშუალო ანაზღაურების მაჩვენებლით მესამე ადგილზეა შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 809 ლარით. მსახიობების  შრომის საშუალო ანაზღაურება კი 1328 ლარს შეადგენს.

  რაც შეეხება ქუთაისის თეატრებს, მესხიშვილის თეატრის საშუალო ანაზღაურებაა 610 ლარი მსახიობების საშუალო ანაზღაურება -704,  თოჯინების თეატრის -499, მსახიობების საშუალო ხელფასი 441, უფრო რთული მდგომარეობაა ოპერის თეატრში, სადაც შრომის  საშუალო ანაზღაურება მხოლოდ 326 ლარს შეადგენს, მსახიობების საშუალო ხელფასი კი 314 ლარს.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა