|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახელოვანი ქუთაისელი სპორტსმენის - დუგლას კავთელაშვილის იუბილე გაიმართა

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე სახელოვანი ქუთაისელი სპორტსმენის იუბილე გაიმართა. ქუთაისელ სპორტსმენს, მორაგბეს დუგლას კავთელაშვილს 70 წლის იუბილე მიულოცეს და რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადეს.

დუგლას კავთელაშვილი  1947 წელს დაიბადა. თამაშობდა ქუთაისის დინამოში (ახლანდელი „აია“), ნალჩიკის „უნივერსიტეტში“. 1987 წლიდან „აია“-ს მწვრთნელია. მისი ხელმძღვანელობით „აია“ სსრკ-ს სამგზის ჩემპიონი (1987,88,89), თასის  ორგზის მფლობელი(1987,90) და საქართველოს სამგზის (1990,91,95) ჩემპიონი გახლდათ. 1994-95 წლებში იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელი.

სპორტსმენს იუბილე ქალაქის და მხარის პირველმა პირებმა მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. "მისი წარმატება საქართველოს გასცდა. წარმომიდგენია,  რა დიდი შრომა დასჭირდებოდა  საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონობის მოპოვებას და ამისათვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. გჭირდება დიდი შრომა,  რომ ასე ასახელო ქალაქი. ვცდილობთ, დავაფასოთ წარმატებული ადამიანები.  გასულ წელს მას გადაეცა საპატიო ქუთაისელის წოდება მოვანიჭეთ. მინდა,  რომ ეს დღე იყოს ზეიმი მთელი ქალაქისთვის", –განაცხადა შოთა მურღულიამ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა