|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში ბულგარელი მოღვაწის მემორიალური დაფა გაიხსნა

ქუთაისში, საქართველოში მოღვაწე ბულგარელის, ალექსანდრე სტოიანოვის მემორიალური დაფა გაიხსნა. სტოიანოვი ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის პირველი დირექტორი იყო. შესაბამისად, მემორიალური დაფაც ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის №1 საჯარო სკოლაში განთავსდა.

ბულგარელი საზოგადო მოღვაწის მემორიალური დაფა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძემ და ბულგარეთის ელჩმა საქართველოში დესისლავა ივანოვამ გახსნეს.

მემორიალური დაფის გახსნას ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე დაესწრო.

საზეიმო ცერემონიალის შემდეგ ბროშურის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც გამორჩეული მასწავლებლის, ისტორიკოსისა და მეცნიერის ალექსანდრე სტოიანოვის ცხოვრება და მოღვაწეობაა ასახული. მან ქართული ენისა და მრავალი სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენარჩუნებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. პუბლიკაციის ავტორი ქუთაისის №7 საჯარო სკოლის დირექტორი, ისტორიკოსი ენდი ნემსიწვერიძეა.

ბროშურის შექმნა და მემორიალური დაფის განთავსება ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს და ელჩის ინიციატივით, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ქუთაისის მერიისა და ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა