|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის პოლიციაში ჟურნალისტები გამოკითხეს

ქუთაისის პოლიციის სამმართველოში ჟურნალისტები დაკითხეს. მედიის წარმომადგენლები პოლიციაში გუშინ, 90-ე საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირების საქმეზე იყვნენ დაბარებული, როგორც ტელეკომპანია „იბერიის“ კორესპონდენტმა ლევან ფანცხავამ განაცხადა, სამართალდამცველებს აინტერესებდათ, თუ რა მოხდა კონკრეტულად.

„ჩვენ რა ინფორმაციაც გვქონდა, მივაწოდეთ საგამოძიებო სტრუქტურებს. როცა მივედით ვნახეთ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე და ასევე, ვნახეთ ვიცე გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია. თუმცა ისინი უშუალოდ ცემა-ტყეპაში ჩართულები რომ ყოფილიყვნენ, არ შემინიშნავს“, - განაცხადა ლევან ფანცხავამ.

ინციდენტი მოხდა ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, 90-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ, რა დროსაც შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსაც. დაზიანდა ერთ-ერთი ტელეკომპანიის კუთვნილი აპარატურა. აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა