|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საბავშვო ბაღებს უხარისხო ხორცი მიეწოდებოდა?

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში, ქუთაისის 35 საბავშვო ბაღს უხარისხო ხორცი მიეწოდებოდა. ფაქტის გამოვლენის შემდეგ ბაღებში ხორცის შეტანა შეაჩერეს.

ქუთაისის საბავშვო ბაღებში ხორცი ტენდერში გამარჯვებულ ინდმეწარმე მამუკა მენთეშაშვილს შეაქვს. მენთეშაშვილმა ტენდერში დაბალი ფასის გამო გაიმარჯვა. ყოველ ორშაბათ ხორცი ქუთაისის ბაღებს  აღმოსავლეთიდან მიეწოდება. როგორც აიპი ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილე მაკა დოღონაძე აღნიშნავს, მიმწოდებელს დარღვევების აღმოჩენის გამო ხელშეკრულება დროებით შეუჩერდა. დოღონაძე არ ადასტურებს, რომ ხორცი უხარისხო იყო, თუმცა აღნიშნვს, რომ ბაღებში ხორცი თევზით ჩაანაცვლეს.

"საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ პროდუქტის ხარისხის კონტროლის ახალი რეგულაციების  გათვალისწინებითსაქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 2 თებერვლის #2 -25 ბრძანებით დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად სააგენტოს მიერ მოხდა სასაკლაოების შემოწმება. ერთ-ერთ სასაკლაოზე, რომლიდანაც ხორციელდებოდა ხორცის შესყიდვა მომწოდებლის მიერ ქუთაისის ბაგა-ბაღებისათვის, აღმოჩნდა დარღვევები, რის გამოც ხორცის მომწოდებლებთან სახელშეკრულებო ურთიერთობა დროებით შევაჩერეთ, საბოლოო შედეგის გარკვევამდე, რათა მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სტანდარტები. დაგვეცვა ბავშვების უსაფრთხოება და რისკი მინიმუმამდე დაგვეყვანა. კვების  მენიუში ხორცი ჩავანაცვლეთ თევზით. ამ ეტაპზე კანონის შესაბამისად მიმდინარეობს მოლაპარაკებები მომწოდებლებთან, მომავალი კვირიდან ხორცის შეტანა  განახლდება",-აღნიშნავს მაკა დოღონაძე.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა