|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ახალი ტერასა მოეწყო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერასა -  ფოტოებს და ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ავრცელებს.
 
  ახალი სამგზავრო ტერმინალის ფასადის, ვიტრაჟებისა და სახურავის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. 
 
სამუშაოები "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დაკვეთით შპს "ანაგიმ“ განახორციელა.
 
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ  აეროპორტის ახალი ტერმინალის სახურავის, ვიტრაჟების და ფასადის მოპირკეთების სამუშაოებისათვის 17 მილიონამდე ლარი მიიღო. 
 
 კომპანია ასევე დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი და ძველი  ტერმინალის ინტერიერის მოწყობის სარემონტო სამუშოების შეასრულებს. NAT190026047 ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოებისათვის თვისაც ხელშეკრულება 13 761 065 ლარზე გაფორმდა. ტენდერი 2020 წლის თებერვალში ჩატარდა.
 
 
 
 

ავტორი: