|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისათვის ბიძინა ივანიშვილი 1 მილიარდ ევროს გაიღებს

ფონდი „ქართუს“ ერთადერთი დონორის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის  ოჯახის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროექტისთვის გათვალისწინებულია ჯამურად 1 მილიარდი ევროს გაღება - აშესახებ ფონდი “ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკო ჩხეტიანმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც  აღნიშნა,  ეს უპრეცედენტო მოცულობის კერძო ინვესტირებაა განათლების დარგში, რაც საქართველოში აქამდე არ მომხდარა.

"ერთ-ერთი უნიკალურობა, რაც გააჩნია ჩვენს პროექტს, გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვაშენებთ ერთიან კამპუსს. ეს აბსოლუტურად უნიკალური მოდელია საქართველოში და მსოფლიო მასშტაბითაც. საკმაოდ იშვიათია ისეთი უნივერსიტეტები, რომელთაც აქვს ის ფუფუნება, რომ უნივერსიტეტის მთელი ინფრასტრუქტურა ერთ ადგილას იყოს თავმოყრილი"-განაცხადა ჩხეტიანმა.

 ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაცია თბილისში დღეს გაიმართა. პრეზენტაციის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და იულიხის საერთაშორისო კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა.  

 უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე იქნება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა