|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულო ფრაქციას „ქართული ოცნება-მრეწველები“ რეგისტრაციაში გაატარებს

ქუთაისის  საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-მრეწველების“ დაფუძნებისა და რეგისტრაციაში გატარების თაობაზე დღეს საკრებულოს იურიდიული კომისიის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, ხვალ კი საკრებულოს სხდომაზე ფრაქციას რეგისტრაციაში გაატარებენ.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ ლაშა გვენეტაძემ „ნიუპრესთან“ საუბარში განაცხადა, ფრაქცია არსებობდა, თუმცა მას უფლებამოსილება ერთი თვის განმავლობაში ჰქონდა შეჩერებული. მიზეზი  ლაშა გვენეტაძის  საპარლამენტო არჩევნებში  მონაწილეობა გახლდათ. ის ქუთაისის #47 საარჩევნო ოლქში   მრეწველების მიერ იყო წარდგენილი.

მრეწველებისა და ქართული ოცნების ერთობლივი ფრაქციის  წევრები  ვიქტორ დოლიძე და ბექა ყანჩელი არიან.  დოლიძე  „მრეწველების“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელია,   საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელი კი,  „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე