|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნანა კოსტავას ქუთაისის საკრებულოში თანამდებობა დაატოვებინეს

ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ გახმაურებული პოსტის შემდეგ თანამდებობა დატოვა, თუმცა საკრებულომ გუშინ გამართული აქციის მონაწილეთა მოთხოვნა ნაწილობრივ შეასრულა და ნანა კოსტავას არა საკრებულო, არამედ ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს. 

"ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. 

ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა დღეს (31.05.2019) გამართულ სხდომაზე მიიღეს.
ფრაქციას დღეიდან ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს"-ნათვამია განცხადებაში.

ნანა კოსტავამ სიძულვილის შემცველი პოსტი ორი დღის წინ დაწერა. საკრებულოდან მის გაშვების მოთხოვნით  გუშინ აქცია გაიმართა.

 ნან კოსტავა თავად თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ მან პოსტი სხვა შინაარსით დაწერა და არ იცოდა ოჯახის ტრაგედიის შესახებ. 

 

ავტორი: ნიუპრესი