|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა. საკრებულომ მხარი დაუჭირა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გია უკლებას უფლებამოსილების ვამადე შეწყვეტას.

გადაწყვეტილება საოლქო კომისიას გადაეგზავნება. გასაჩივრებისთვის მხარეს ერთთვიანი ვადა აქვს.

გია უკლება ექვსი თვეა საკრებულოს არ ესწრება, ის ქვეყანაში არ იმყოფება.

სხდომას ბოიკოტის გამო ოპოზიცია არ ესწრება.

არსებული ინფორმაციით, სგია უკლებას ნაცვლად, საკრებულოში ბექა ქვაჩაკიძე შევა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი