|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ თანამდებვობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მისი განცხადებით, გადაწყვეტილება ბოლო დროის განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს არ უკავშირდება და თანამდებობის დატოვებას დიდი ხნის წინ გეგმავდა.

"ვტოვებ თანამდებობას, ეს გადაწყვეტილება  არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს და გთხოვთ არ დაუკავშიროთ იმას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ქალაქში. რამდენიმე თვის წინ გავაჟღერე წასვლა, მაგრამ მთხოვეს წლის ბოლომდე დავრჩენილიყავი თანამდებობაზე. თხოვნა შევასრულე, ღმერთმა იცის, გულით და სულით ვემსახურე ჩემს ქალაქს და რაც შემეძლო, გავაკეთე.  არც ერთხელ არ მიღალატია გუნდისთვის და მითუმეტეს, ქვეყნისთვის და ქუთაისისთვის. მაპატიოს ჩემმა ქუთაისელებმა, თუ მეტი ვერ შევძელი. იყო ამის მიზეზები და არ დავიწყებ ამაზე საუბარს. უზომოდ მიყვარს ჩემი ქალაქი და ჩემი სამშობლო, ამიტომ სხვა ფორმით გავაგრძელებ ვემსახურო მას",-  წერს ლატარია.

შეგახსენებთ, ნიკა ლატარია "კონსერვატიული პარტიის" წევრია, რომლის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა საპარლამენტო უმრავლესობა კოლეგებთან ერთად დატოვა. 

ავტორი: ანა ლიპარიშვილი