|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ უფლებამოსილება შეიჩერა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელის სულხან ქობულაძის  ბრალდებას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა. დავით დვალმა მომხდარს სიცრუე და ამორალურობა უწოდა.

„მე მიცნობს და საბედნიეროდ ბევრი მიცნობს, ამ სიცრუეს არ დაიჯერებს. რადგან, მათ კარგად იციან, რომ მთელი ცხოვრება უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანების დაცვას ვცდილობდი. სულხან ქობულაძე არის მატყუარა, დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და იქამდე ნუ გავაკეთებთ ისეთ დასკვნებს, რომ ამ დასკვნების შემდეგ შეგვრცხვეს“,-განაცხადა დვალმა.

 საკრებულოს თავმჯდომარემ, იმის გამო, რომ მავანმა არ იფიქროს, რომ მისი თანამდებობა, შესაძლოა, გამოძიებაზე ზემოქმედებისთვის გამოიყენოს, საკრებულოს თავმჯდომარემ უფლებამოსილება შეიჩერა, მის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლატარია შეასრულებს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი