|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოში საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტს განიხილავენ

ქუთაისის საკრებულო საუნივერსიტეტო ქალაქის დაგეგმარების პროექტს განიხილავს. 
პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოიწონა და დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნა.
გეგმა  საკრებულოს ქუთაისის  მერმა შოთა მურღულიამ წარუდგინა.
სხდომას ქუთაისის  მაჟორიტარი დეპუტატები გენადი მარგველაშვილი და დიმიტრი მხეიძე, წყალტუბოს მაჟორიტარი  ცოტნე ზურაბიანი, ასევე ფონდი "ქართუს" წარმომადგენელი გიორგი უძილაური ესწრებიან.
მურღულიას თქმით, ტერიტორია სადაც უნივერსიტეტი უნდა აშენდეს, ხელსაყრელ ადგილზე მდებარეობს, ახლოსაა  ავტობანთან, რკინიგზის სადგურთან,  ქალაქის ცენტრიდან კი 9 კილომეტრითაა დაშორებული. 
"ესაა ყველაზე დიდი საქმე, რაც შეიძლება გაკეთდეს ქალაქისათვის და მომავალი თაობისათვის"-განაცხადა მურღულიამ.
 
განხილვაში მონაწილეობა მიიღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. პროექტის რეალობაში ეჭვი ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა სამსონ გუგავამ შეიტანა. მისი თქმით, ხელისუფლება შემჩნეულია ცრუდაპირებებში და ესაა წინასაარჩევნო ფანდი. მან  სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი წამოწია. მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც  განათლების  უფლება დაცული არაა, გაუგებარია  ახალი საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნაზე ზრუნვა.
 
"ევროპული დემოკრატების" წარმომადგენელი ამირან ძოწენიძე კი მშენებლობის დაწყების თარიღითა და ბიუჯეტით დაინტერესდა.  "ბურჯანაძე დემოკრატების" წარმომადგენლის დავით წიტაიშვილის განცხადებით კი, უნივერსიტეტი მხოლოდ შენობა არ არის და საინტერესოა, თუ რა შინაარს შეიძენს ის.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლების შეფასებით კი ეს საუკუნის პროექტია, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ქუთაისისა და მთლიანად, იმერეთის განვითარებას. სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ მაჟორიტარი დეპუტატები.
 
 
   
 
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა