|
  • EUR 1 = GEL 3.8057
  • USD 1 = GEL 3.214
|

ქუთაისის სკოლებისა და საბავშვო ბაღების ნაწილში სწავლა ერთი დღით შეწყდება

ქუთაისში "სოკარ გაზის" ცენტრალ გამანაწილებელ ქსელში მომხდარი ავარიული შემთხვევის გამო საჯარო სკოლების ნაწილში სწავლა ერთი დღით შეწყდება.

განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის მაია ცქტიშვილის თქმით, ქალაქის მასშტაბით 20 სკოლაა, სადაც სასწავლო პროცესი შეჩერდა. მისი თქმით, მიმდინარეობს სამუშაოები და რადგან დაზუსტებით არაა ცნობილი, მოხდება თუ არა ბუნებრივი აირის მიწოდება, სწავლა არ განახლდება.

ქალაქში სულ 38 საჯარო სკოლაა.

სააღმზრდელო პროცესი, შესაძლოა, შეწყდეს ბაღების ნაწილშიც.  ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების განცხადებით, თუ დილით გაზის მოწოდება არ აღდგება, ბავშვებს არ მიიღებენ.

დღეს ქსელში მომხდარი ავარიის გამო, გაზი 44 000 აბონენტს და სტრატეგიულ ობიექტებს არ მიეწოდებოდა. ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგა. კომპანიაში აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, ხვალ საღამომდე სამუშაოები დასრულდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 41.58%
უარყოფითად - 49.5%
მიჭირს პასუხის გაცემა - 8.91%
სულ - 101 ხმა