|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დაგვაწერინეს განცხადება-სკოლიდან მარტო გამოსულ ბავშვზე პასუხისმგებლობას მშობელი იღებს"

"ნიუპრესზე" გასულ მასალას - რატომ აფრთხილებენ მშობლებს ქუთაისის სკოლებში?    საზოგადოების გამოხმაურება მოყვა.

ერთ-ერთი მშობელი სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ სკოლებში განცხადებები დააწერინეს, რომლის თანახმად, ბავშვებზე, რომლებიც სკოლიდან შინ დამოუკიდებლად ბრუნდებიან, პასუხისმგებლობას თავად იღებენ, აქვე წერია, რომ გავრცელებული ინფორმაცია ბავშვების გატაცებაზე და მასწავლებელთა გაფრთხილებაც ერთმანეთს დაემთხვა. 

„განცხადებებს რატომ გვაწერინებენ მათ, ვისი შვილებიც მარტო გამოდიან სკოლიდან? აქედან ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სინამდვილესთან ახლოსაა გავრცელებული ინფორმაცია. სამწუხაროდ, უბრალო დამთხვევას არც ჭიშკრების ჩარაზვა ჰგავს... თითქმის ყველა სკოლაში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები და ამ დროს შსს ოფიციალურ განცხადებასაც არ აკეთებს",–წერს მშობელი.

შეგახსენებთ, ბავშვების გატაცების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს არც შსს და არც განათლების რესურსცენტრი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა