|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის თოჯინების თეატრის რეაბილიტაციას კომპანია დათქმულ ვადებში ვერ ასრულებს

ქუთაისის თოჯინების თეატრის გახსნის დრო კვლავ გაურკვეველია. სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადები ისევ შეიცვალა. როგორც თეატრის ხელმძღვანელი თეიმურაზ ბაღდავაძე "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, მიზეზი შემსრულებელი კომპანიის არასათანდო მუშაობაა. მისი თქმით, გაურკვეველია, როდის დასრულდება რეაბილიტაცია.

"სამუშაოები გრძელდება, თითქმის დასასრულისკენ მიდის, აპარატურასაც  ველოდებით თბილისიდან, მაგრამ არ ვიცით, ზუსტად რა დრო დაგვჭირდება, შეიძლება იყოს ერთი თვე, ანდა მეტი, არ ვიცი, ეგ კომპანიასთან უნდა გაარკვიოთ. მათი მუშაობის გამო მოხდა ვადების შეცვლა, არ გაგრძელდა სამუშაოები გეგმაზომიერად. მე ვერ გეტყვით, რატომ, მათ კითხეთ"-განაცხადა თეიმურაზ ბაღდავაძემ.

თოჯინების თეატრში რეაბილიტაციას ქვეკონტრაქტორი კომპანია შპს "ბა-ნი" ახორციელებს. სამუშაობი გასული წლის მაისში დაიწყო და ექვს თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დრო გახანგრძლოვდა.  მიზეზად მიმდინარე წლის თებერვალში დამატებითი სამუშაოები დასახელდა.  როგორც ადმინისტაციაში განმარტავდნენ, რეაბილიტაციის დროს სხვა გაუთვალისწინებელი სამუშაოები გამოჩნდა. 

რატომ მოხდა შეფერხება და როდის დასრულდება რეაბილიტაცია, ამ კითხვებით შპს "ბა-ნის" მფლობელს დავუკავშირდით, თუმცა ნიკოლოზ სილაგაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

აღსანიშნავია, რომ შპს "ბა-ნი" ქუთაისში ამ დროისთვის რამდენიმე საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე წლის ივნისში "ნიუპრესთან" საუბარში, ნიკოლოზ სილაგაძე აცხადებდა, რომ მათ საკმაო გამოცდილება აქვთ და რამდენიმე ობიექტზე  ერთდროულად დაწყებული სამუშაოები შემაფერხებელი ვერ იქნებოდა.

კომპანიის გამოცდილებაზე საუბრობდნენ მერიაშიც და "ბა-ნის" შერჩევის ერთ-ერთ მიზეზად, სწორედ ქუთაისში განხორციელებულ პროექტებს ასახელებდნენ. 

თოჯინების თეატრის რეაბილიტაციის შესახებ საუბარი მიხეილ გიორგაძის მინისტრობის დროს დაიწყო, პროექტი მომზადდა და ტენდერიც გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ტუ-კაა". აღნიშნულმა კომპანიამ თეატრის რეაბილიტაცის პასუხისმგებლობა 534 655 ლარის სანაცვლოდ აიღო. 

 

ქუთაისის თოჯინების თეატრის რეაბილიტაციის დრო, შესაძლოა, გახანგრძლივდეს [PHOTO]

ქუთაისის თოჯინების თეატრის რეაბილიტაცია იწყება [VIDEO]

ქუთაისის თოჯინების თეატრის რეაბილიტაციისათვის 534 655 ლარი გამოიყო

ქუთაისის თოჯინების თეატრის სრული რეაბილიტაციის პროექტი დამტკიცდა

 როგორი იქნება ქუთაისის თოჯინების თეატრი რეაბილიტაციის შემდეგ?

"მინისტრს ჯერ არ მოვუტყუებივართ" - ქუთაისის თოჯინების თეატრი რეაბილიტაციის მოლოდინში

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა