|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"როცა მატჩის გმირი ხდები, სკოლაში პირველი დღის გაცდენა გეპატიება"

 "ალბათ,  როცა 90-ე წუთზე პენალტს იგერიებ და მატჩის გმირი ხდები, სკოლაში პირველი დღის გაცდენა გეპატიება"-წერია "ტორპედოს" ფეისბუკ გვერდზე.
 
16 სექტემბერს გამართულ მატჩზე ქუთაისური კლუბი მარცხს 16 წლის მეკარემ დავით ასათიანმა გადაარჩინა. მან ბოლო წუთზე მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელის როლოვიჩის დარტყმული პენალტი მოიგერია, რითაც მატჩის ბედი განსაზღვრა. 
 
ეროვნული ლიგის 22-ე ტურის გამოტოვებული მატჩი "საბურთალოსა" და "ტორპედოს" შორის მიხეილ მესხის სტადიონზე  გაიმართა.
  
"ტორპედოელმა" ფეხბურთელმა ცოტნე მოსიაშვილმა გოლი 45 წუთზე გაიტანა, ანგარიში 79 წუთზე "საბურთალოელმა" ლუკა ლაკვეხელიანმა გაათანაბრა.  მატჩი ანგარიშით 1:1 ფრედ დასრულდა.
 
 კლუბის მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ფეხბურთელებს თავდადებული თამაშისათვის მადლობა გადაუხადა, მეკარის შესახებ კი აღნიშნა, რომ მას დიდი მომავალი აქვს.
 
"მადლობა ჩვენს ბიჭებს თავდადებისსათვის, მინდა ჩვენს მეკარეს დავით ასაათიანს მივულოცო ბრწყინვალე თამაში, დარწმუნებული ვარ, მას ძალიან დიდი მომავალი აქვს", -განაცხადა კახა ჩხეტიანმა. მისი თქმით, ასათიანი გუნდის მთავარ შემადგენლობაში მეორე წელია,  თამაშობს. ის ქუთაისის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეა.
 
ამ დროისათვის "ტორპედო" -ს 40 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა.
შეგახსენებთ, კლუბში არსებული ფინანსური პრობლემების გამო ფეხბურთელები ხელფასებს ვერ იღებენ.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა