|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "ტორპედოს" 9 ახალი ფეხბურთელი ყავს

ქუთაისის "ტორპედოს" 9 ახალი ფეხბურთელი ყავს. გუნდის ხელმძღვანელის ზურაბ ჩაკვეტაძის განცხადებით, ერთი ფეხბურთელი ახალგაზდული ნაკრებიდან დაიმატეს, დანარჩენები კი სხვა გუნდებიდან მოიწვიეს.

ახალგაზრდა სპორტსმენებს მაისურები ვეტერანმა ფეხბურთელებმა გადასცეს.

გუნდი უკვე ემზადება ხვალინდელი თამაშისათვის. "ტორპედო" ხვალ საქართველოს სუპერთასისათვის იბრძოლებს. 

რაც შეეხება კითხვას ტორპედოს აუქციონზე გატანასთან დაკავშირებით, გუნდის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ეტაპზე "ტორპედოს" საკითხს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო სწავლობს.

 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი