|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ტურისტული ლოგოს შექმნაზე კონკურსი განმეორებით ცხადდება

 "ქალაქის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შექმნის პირველი მცდელობა, მიუხედავად პროცესის ღიაობისა, უშედეგოდ დასრულდა" -აცხადებს ქუთაისის  მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის და განმეორებითი კონკურსის დროს საზოგადოებას წარმოდგენილი ნამუშევრების შეფასებაში მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდებს.  საზოგადოების მოთხოვნის შემთხვევაში მერია მზადყოფნას გამოთქვამს  შეცვალოს ჟიურის შემადგენლობაც. 

"თუ საზოგადოება გადაწყვეტს, რომ საკონკურსო კომისია უნდა გაფართოვდეს, ჩვენ მზად ვართ გავზარდოთ კომისიის შემადგენლობა, თუკი ინიციატივას დაერთვება სათანადო არგუმენტაცია მიმდინარე წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით. მივმართავთ ნებისმიერ მოქალაქეს, დიზაინერებს, დიზაინერულ სტუდიებსა და ჯგუფებს წარმოგვიდგინონ თავიანთი ნამუშევრები. ვფიქრობთ, დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა იყო მსოფლიოს ერთერთი უძველესი ქალაქის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის ავტორი“, - ნათქვამია განცხადებაში.

განმეორებითი კონკურსი  9 ოქტომბერს გამოცხადდება. კონკურსის ტექნიკური დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.  

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა