|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "ყინულის მოედანი" ერთწლიანი პაუზის შემდეგ სატესტო რეჟიმში ამუშავდა

ქუთაისის "ყინულის მოედანი" ერთწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაკეტილია. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოები თებერვლის ბოლოს უნდა დაესრულებინა. მერიის ააიპ "სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში" ირწმუნებიან, რომ სამუშაოები დასრულებულია და მოედნის სატესტო რეჟიმში შემოწმება მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში "ყინულის მოედანი" გაიხსნება და ბავშვებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება.

"მოედნის რეაბილიტაციას ვადებში მოხდა. ამ დროისთვის სატესტო რეჟიმში ხდება მოედნის გაყინვა და შემოწმება. უახლოეს დღეებში ვგეგმავთ მოედნის საზეიმოდ გახსნას და ბავშვებიც ჩვეულებრივად დაუბრუნდებიან სასწავლო პროცესს", -აცხადებენ ააიპში.

მოედნის აგრეგატი გასული წლის გაზაფხულზე დაზიანდა. წლის ბოლოს მერიამ ტენდერი გამოაცხადა და  გამარჯვებული 164 999 ლარით კომპანია „ტრემაქს ჯორჯია“ გახდა.

შეგახსენებთ, ყინულის მოედანის დაზიანების გამო შეწყვეტილი სასწავლო პროცესი არაერგზის გახდა პროტესტის მიზეზი. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა