|
  • EUR 1 = GEL 3.964
  • USD 1 = GEL 3.3202
|

ევროპის ჩემპიონატმა ქუთაისს გვერდი აუარა - "ევროპა ჩვენი სახლია" ქალაქის ინტერესების დაცვას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის მერიას და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას ქუთაისის ინტერესების ღალატსა და უმოქმედებაში ადანაშაულებს. მიზეზი 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატია, რომელიც საქართველოსა  და რუმინეთში გაიმართება, თუმცა ქუთაისის გვერდის ავლით.  

 ორგანიზაციის წარმომადგენლები მათ მიერ გამოქვეყნებული განცხადებაში  ფეხბურთის ფერდერაციას და ადგილობრივ ხელისუფლებას გადაწყვეწტილების ქალაქის სასარგებლოდ შეცვლისაკენ მოუწოდებენ. 

 

"საფეხბურთო ტრადიციებით და საფეხბურთო სანახაობის მიმართ მაყურებელთა მაღალი ინტერესით გამორჩეული ქუთაისი ტურნირის მიღმა რჩება.

მიმდინარე კრიზისის და ეკონომიკური დეპრესიის ფონზე პრესტიჟული ტურნირის მასპინძლობა ხელსაყრელი მდებარეობისა და ევროპის ქალაქებთან იაფიანი ფრენების არსებობის ფაქტორის გათვალისწინებით, ქუთაისის მიმართ ინტერესის და ეკონომიკური იმპულსების ზრდის შანსიც იქნებოდა.
ქალაქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ და იმერეთის გუბერნიამ არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ თბილისის რომელიმე ერთი სტადიონის ნაცვლად შეხვედრები ქუთაისშიც გამართულიყო, რაც საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებასაც მოითხოვდა, რაც ქალაქისთვის პირდაპირი სარგებელი იქნებოდა.
როგორც 2017 წელს, ქუთაისი ამჯერადაც გამორჩათ ფეხბურთის ფედერაციაშიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  მივმართავთ ქუთაისის მერს და იმერეთის გუბერნატორს იმოქმედონ ქალაქისა და რეგიონის ინტერესებიდან გამომდინარე და ფეხბურთის ფედერაციასთან განიხილონ 2023 წლის 21 წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა", - ნათქვამია ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" განცხადებაში.
 ცნობისთვის, უეფას გადაწყვეტილებით, რომელიც გასული წლის დეკემბერში გახდა ცნობილი, 16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. თითოეული ქვეყანა ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებს.

ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა - საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს. 

ევრო 2023-ის ახალგაზრდულ ნაკრებთა ფინალური მატჩი ბათუმის სტადიონზე შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს. 

ჯგუფური შეხვედრები 4 სტადიონზე გაიმართება: მათ შორის ბათუმშიფოთსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი).

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?

კი - 85.19%
არა - 14.81%
არ ვიცი - 0%
სულ - 27 ხმა