|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

ქუთაისს მე ვუყურებ, როგორც პოლიტიკურ ცენტრს - მამუკა ხაზარაძე

 ქუთაისს მე ვუყურებ, როგორც პოლიტიკურ ცენტრს. ჩვენი პირველი გასვლა რეგიონში დავიწყეთ ქუთაისიდან, - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელო" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ქუთაისში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე.

მან რეგიონებისა და ზოგადად, ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებით მოძრაობის ხედვაზე ისაუბრა.

"ჩვენი ხედვა ასეთია: რეგიონები უნდა განვითარდეს საქართველოში. არ შეიძლება, თბილისი იყოს თავკომბალა ყველა თავისი შედეგით, ეკონომიკით, მოსახლეობის რაოდენობით, და ა. შ. ქუთაისს მე ვუყურებ, როგორც პოლიტიკურ ცენტრს, ძალიან სერიოზულ ჰაბს,  როგორც ლოჯისტიკის, მეცნიერების, განათლების და ტურიზმის.  ამას ჭირდება კონცეფციის და გეგმის ჩამოყალიბება, რომელსაც ადგილობრივ ადამიანებთან, ვინც წასულია, დავაბრუნებთ და მათთან ერთად განვახორციელებთ", -განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში. 

ქუთაისიდან პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებით ხაზარაძემ განაცხადა, რომ ეს შეცდომა იყო. 

"შეცდომა იყო პარლამენტის ხელაღებით უკან გადატანა, რადგან არ შეიძლება რამდენიმე წელიწადში ასე ცვალო გადაწყვეტილებები.  ეს მაგონებს მინისტრების და პრემიერ-მინისტრების ამბავს, რომლებიც ყოველ ერთ წელში იცვლებიან. ეს  მიუთითებს არასტაბილურობასა და ხელისუფლების ხედვის არარსებობაზე. შესაბამისად, მე არ გადაწყვეტილებას, რომელიც 150 ადამიანის უკან დაბრუნებას ემსახურებოდა, არ ვეთანხმები", - განაცხადა ხაზარაძემ. 

  

ავტორი: ირინა მაკარიძე