|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 11 000-მდე აბონენტს მესამე დღეა ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

ქუთაისში მესამე დღეა 11 000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. მოსახლეობა პრობლემას საკუთარი ძალებით უმკავდება, თუმცა პრობლემას ელექტროენერგიის შეწყვეტა ართულებდა.

"სოკარ ჯორჯიაში" ამბობენ, რომ დაზიანებული გაზგამანაწილებელი, სადაც სამი დღის წინ ავარია მოხდა, მალევე აღდგა, თუმცა პრობლემა დაკეტილი საცხოვრებლებია.

მენეჯერის მოდგილის გელა ლობჟანიძის თქმით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ბუნებრივი აირს ვერ აწოდებენ იმ კორპუსებს, სადაც ბინები დაკეტილია, რადგან აუცილებელია გაზის გაშვების პროცესში ონკანები დაკეტილი იყოს.

ორი დღის წინ ქსელში მომხდარი ავარიის გამო 44 000 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა, რამაც ქალაქში პრობლემები შექმნა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი