|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და 300 ადამიანი დასაქმდება"

ქუთაისში 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და 300 ადამიანი დასაქმდება - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის თვითმმართველობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია და ქალაქის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი საერთაშორისო სავაჭრო კომპანიის HIP HOLDING-ის წარმომადგენლებს შეხვდა, შეხვედრის მიზანი კომპანიის მიერ ქუთაისში დაგეგმილი სამუშაოების განხილვა და შემდგომი თანამშრომლობის დაგეგმვა იყო.

როგორც შეხვედრაზე განაცხადეს,  HIP HOLDING ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მეორადი პლასტმასის ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის გახსნას გეგმავს. ამ მიზნით ქალაქში 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და 3000 ადამიანი დასაქმდება.

„დღეს შევხვდით HIP Holding-ის წარმომადგენლებს, პლასტმასის ნარჩენებთნ ბრძოლა არის უდიდესი გამოწვევაა მსოფლიოსთვის, მოხარული ვარ, რომ გარემოზე ზიანის შემცირების აქტივობებთან ერთად, დაგეგმილი ინვესტიცია ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას და ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას“ - განაცხადა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ.

HIP Holding 2011 წელს ჰოლანდიის ქალაქ არნემში დაარსდა, საერთაშორისო სავაჭრო კომპანიის სამუშაო არეალს წარმოადგენს პლასმასის რესურსების მართვა, დედათა და ბავშვთა კვების და ყოველდღიური ქიმიკატების წარმოება.

კომპანიის გაყიდვების და პროდუქციის სააგენტოები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებენ.

.

 

ავტორი: ნიუპრესი