|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, მაკდონალდსის გვერდით ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტი" აშენდება

ქუთაისის მერიაში ,,ქორთიარდ მარიოტის" წარმომადგენელმა და თემურ ჭყონიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

შეთანხმების მიხედვით, თემურ ჭყონია  100-ზე მეტ ნომრიან 5 ვარსკვლავიან სასტუმროს ააშენებს, რომელიც მართვაში  ,,ქორთიარდ მარიოტს" გადაეცემა. სასტუმრო დავით აღმაშენებლის მოედანზე ახლად აშენებული ,,მაკდონალდსის" გვერდით განთავსდება. ადგილი, სადაც 13 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს, ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა და მიმდინარეობს შესყიდვის პროცედურები.

,,ეს არის ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელიც ბოლო წლებში ქუთაისში განხორციელებულა. სასტუმროს მშენებლობაზე მოლაპარაკებები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. მშენებლობის პროცესებში, რა თქმა უნდა, ჩაერთვება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო. ქუთაისი ეკონომიკურად მზად არის, რომ აქ 5 ვარსკვლავიანი 100-ზე მეტ ნომრიანი სასტუმრო იყოს. მიხარია, რომ ჩემი მერობის პერიოდში ეს შეთანხმება მოხდა", -აღნიშნა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა