|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 70 წელს გადაცილებული მარტოხელა ადამიანებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება

ქუთაისში გრძელდება 70 წელს გადაცილებული მარტოხელა ადამიანებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება. სასურსათო ამანათების დარიგების პროცესში უშუალოდ მონაწილეობს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მოადგილეებთან ერთად.

„ასეთ პერიოდში ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესია იმის ცოდნა, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე. ეს ყურადღება და მზრუნველობა განსაკუთრებით ჩვენს ხანდაზმულ მოქალაქეებს სჭირდებათ. ჩვენ ვაგრძელებთ მათთვის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტების სახლებში მიტანას“ - აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.

სხვადასხვა სახის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტი თვითმმართველობას კერძო კომპანიებმა ასევე, ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გადასცეს.

ქუთაისის სპორტის სასახლიდან, სადაც შეგროვდა და დაფასოვდა საკვები პროდუქტები, ამანათები მარტოხელა მოხუცებისთვის მერიის თანამშრომლებს საკრებულოს დეპუტატებს და მოხალისეებს მიაქვთ.

ავტორი: ნიუპრესი