|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, 90-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ ქუთაისში, 90-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე განთავსებული 90-ე საარჩევნო უბნიდან, დაახლოებით, 100 მეტრის დაშორებით, ერთმანეთს ორი პარტიის მხარდამჭერები და აქტივისტები დაუპირისპირდნენ, რა დროსაც დაზიანდა რამდენიმე ტელეკომპანიის კუთვნილი აპარატურა.
”შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ სამართალდამცველები. მათ სიტუაციის განმუხტვა შეძლეს. ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება. საარჩევნო ხმების დათვლის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია”, - აცხადებენ შსს-ში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა