|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანებაში აღსაზრდელებისათვის პროდუქტების დარიგება არ იგეგმება

ქუთაისში ააიპ ბაგა–ბაღების გაერთიანებაში აღსაზრდელებისათვის პროდუქტების დარიგებას ამ დროისათვის არ გეგმავენ.

როგორც ააიპში აცხადებენ,  წინასწარ შეძენილი მალფუჭებადი პროდუქტი, არდადეგების გამოცხადებისთანავე  სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცეს, რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, დავით წიტაიშვილის თქმით, პროდუქტები სათნოების სახლს გადაეცა.

"არდადეგების დაწყებისთანავე, რაც გვქონდა მალფუჭებადი პროდუქტები გადავეცით სოციალურად დაუცველ 65 ოჯახს. რაც შეეხება არამალფუჭებად პროდუქტებს, როგორიცაა კარტოფილი,  ვაშლი და სხვა, ქუთაისის მერიის რეკომენდაციით, გადავეცით სათნოების სახლს" ,– განაცხადა დავით წიტაიშვილმა.

მისივე თქმით, რომ 10-მდე ოჯახს, რომლებსაც გადაადგილების პრობლემა ჰქონდათ, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პროდუქტი სახლებში მიუტანეს.
 

შეგახსენებთ, კორონოვირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 2 მარტიდან შეწყდა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა