|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში აქციის მონაწილეებს კვერცხები და ცოცხალი ქათმები ესროლეს

ქუთაისში მიმდინარე აქციის მონაწილე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისა და მონაწილეების განცხადებით, მიმდებარე კორპუსიდან კვერცხები და რამდენიმე ცოცხალი ქათამი მათი მიმართულებით ისროლეს.

აქციის მონაწილეებმა მოწინააღმდეგეებს ხუმრობით უპასუხეს. მათ ქუდები გაუწოდეს და მიმართეს, რომ „კვერცხები იქ ჩაეყარათ“.

იყო რამდენიმე შემთხვევა როდესაც გამვლელებსა და აქციის მონაწილეობის შორის დაპირისპირება მოხდა, მაგრამ დაძაბულობა მალევე განიმუხტა.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, არსებული პროვოკაციები არ იყო მოულოდნელი და მთავრობა მათთვის ჩვეულ ფორმას იყენებს მშვიდობიანი აქციის ჩასაშლელად.

 არსებული ინფორმაციიოთ, კვერცხები და ქათმების სროლა სახურავიდან მოხდა. 

ავტორი: ნიუპრესი