|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მერია დათანხმდა სკვერის მოწყობას და ახლა ამბობენ, თითქოს არ მიგვიმართავს"

ქუთაისში ზ. ანჯაფარიძის ქუჩის #19 ბინის  მცხოვრებლები მერიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. ბინის ამხანაგობის თავმჯდომარის ნინი თვალავაძის ინფორმაციით, მერიაში არასწორი განცხადება გაკეთდა, როდესაც თქვეს, რომ ამხანაგობას სკვერის მოწყობის და  ატრაქციონის დადგმის თხოვნით მერიისთვის არ მიუმართავს.

თვალავაძე მერიის პასუხს ასაჯაროებს, სადაც ვკითხულობთ, რომ 2017 წლის 31 მაისს, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის და დასუფთავების სამსახურის უფროსი ადასტურებს, რომ  მიიღო ამხანაგობის მიმართვა და პასუხად მოთხოვნის დაკმაყოფილებას პირდება. 

"მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ჩვენ არ მიგვიმართავს გასულ წელს მერიისთვის სკვერში სასრიალოს მოთხოვნით, არადა გვაქვს პასუხი, სადაც წერია, რომ მერიამ განიხილა ჩვენი მოთხოვნა და გვწერენ, რომ დაკმყოფილდება. ამასთან ამ წერილში საუბარი არაა თანადაფინანსებაზე, როგორც ეს იყო საწრეტი მილების შემთხვევაში, სადაც ეწერა, რომ საჭირო იყო 10%-იანი თანადაფინანსება, ამიტომ ვაპირებ, კიდევ ერთხელ მივიდე მერიაში და ჩემი მოთხოვნები გავაჟღერო, რადგან მერია გასულ წელს დათანხმდა სკვერის მოწყობას და ახლა ამბობენ, თითქოს არ მიგვიმართავს"-განაცხადა ნინი თავალვაძემ.

მერიაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის, სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები საბინაო სამსახურის პრეროგატივაა, ამიტომ ამ ქუჩამ შესაბამისი პროექტი და  ხარჯთაღრიცხვა საბინაო სამსახურში უნდა  შეიტანოს,  ამის შემდეგ მოხდება განცხადების განხილვა. მერიაშიგანმარტავენ, რომ ამ დროისთვის, მსგავსი განცხადება ანჯაფარიძის ქუჩის,  19 ნომერის მიერ  საბინაო სამსახურში არ რის შეტანილი. 

 შეგახსენებთ, ამხანაგობის თავმჯდომარემ მერიას ბინის მოთხოვნების დაკმაყოფილება მოსთხოვა, რაც ავარიულ შენობაზე საწრეტი მილების მონტაჟს და მიმდებარე ტერიტორიაზე ატრაქციონის, კერძოდ სასრიალოს დადგმას მოითხოვდა. მერიაში განმარტეს, რომ საწრეტი მილების მონტაჟი მოხდებოდა, რაც შეეხება სასრიალოებს, გვიპასუხეს, რომ ამგვარი წინადადებით მერიაში აღნიშნული ბინიდან განცხადება არ შესულა. მერიის პასუხმა  ბინის მცხოვრებთა პროტესტი გამოიწვია. 

 

 

 

"შენობა ინგრევა, ვითხოვთ ყურადღებას, მაგრამ არ აინტერესებთ"

ქუთაისის მერია ანჯაფარიძის ქუჩის #19 ბინის ამხანაგობის მოთხოვნას ეხმიანება

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა