|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში არჩევნების მეორე ტურზე 130 უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა

ქუთაისში არჩევნების მეორე ტურზე 130 უბანი ფუნქციონირებს, აქედან შვიდი სპეცუბანია. #59-ე საოქო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ყველა უბანი რვა საათზე გაიხსნა.

ამ დროისთვის უბნებზე რამე შეფერხება არ არის.

ქუთაისში 154 928 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ქუთაისში მეორე ტური, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის, ასევე მერის ასარჩევად იმართება.

 

არჩევნების მეორე ტურში ოპოზიცია ბოიკოტის ნიშნად მონაწილეობას არ იღებს. მიუხედავად ამისაა, კანონი მეორე ტუში კანდიდატურის მოხსნას არ ითვალისწინებს. 

 ამომრჩეველს ბიულეტენში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე და ნაციონალური მოძრაობის კანდიდარტის გროგოლ ვაშძის სახელები დახვდება, 

 მერობის მეორე ტურში გადასული კანდიდატები კი ქართული ოცნებიდან იოსებ ხახალეიშვილი, ნაციონალური მოძრაობიდან გრიგოლ ვაშაძეა. 

  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა