|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში სკვერის მოსაწყობად 524 165 ლარი დაიხარჯება

ქუთაისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის (NAთ190019520) მიხედვით, სკვერში უნდა დამონტაჟდეს ძელსკამები, სათამაშო და სპორტული მოწყობილობები, შადრევანი, ველოსიპედის სადგომი.
გათვალისწინებულია ყველა ის აუცილებელი მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს მცირეწლოვანი ბავშვებისა და მოზარდების გართობას, სპორტულ აქტივობას, ასევე შეიქმნება დასასვენებელი სივრცეები.

სკვერის მოსაზღვრედ აშენებულია ავტოფარეხები, რომლის დასაფარად მოეწყობა კედელი, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ შემდგომში მოიხატოს.

​სულხან-საბას ("ავანგარდის დასახლება") ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში სკვერის მოსაწყობად 524 ათას 165 ლარია გამოყოფილი. სატენდერო წინადადებების მიღება 30 ოქტომბერს მთავრდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა