|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ავტომშენებლისა და ჩხობაძის ქუჩების კვეთაზე საგზაო შუქნიშანი მოეწყო [R]

ქუთაისში ა(ა)იპ ,,ქუთგანათების სერვისის“ წარმომადგენლების მიერ ავტომშენებლისა და ჩხობაძის ქუჩების გზაჯვარედინზე საგზაო შუქნიშანი მოეწყო, რომელიც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობას უზრუნველყოფს.

კერძოდ, განხორციელდა ბოძების, კრონშტეინებისა და შუქნიშნების მონტაჟი.

აღნიშნული სამუშაოები, ავტომობილებისა და ქვეითთად მოსიარულეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გვიან ღამით დაიწყო და რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ამ ეტაპზე ქალაქში ყველა შუქნიშანი სრულად გამართულად მუშაობს.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა