|
  • EUR 1 = GEL 3.6292
  • USD 1 = GEL 3.0738
|

ქუთაისში, ავტოქარხნისა და ნიკეას უბნებში ახალი სკვერები ეწყობა

ქუთაისში, ავტოქარხნისა და ნიკეას უბნებში, ორი ახალი სკვერი ეწყობა. მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა დაათვალიერა.

ავტოქარხნის ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს "ნიუსთაილი" ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 277 700 ლარი იხარჯება.

ნიკეას ქუჩაზე სკვერის მშენებლობისთვის კი 155 300 ლარია განსაზღვრული, სამუშაოებს შპს "არადანი" აწარმოებს.

ორივე სკვერში მოეწყობა თანამედროვე ტიპის საპარკე ინფრასტრუქტურა, საბავშვო, გასართობი და მოსასვენებელი ადგილები. ასევე კეთდება გარე განათება და გამწვანება. ნიკეას და ავტოქარხნის დასახლებებში ახალი სკვერების კეთილმოწყობა აგვისტოში დასრულდება. 

ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 46.38%
უარყოფითად - 46.38%
მიჭირს პასუხის გაცემა - 7.25%
სულ - 69 ხმა