|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ახალგაზრდული ფესტივალი დაგეგმილზე 2 საათით ადრე დასრულდა (ფოტო)

ქუთაისში ახალგაზრდული ფესტივალი  დაგეგმილზე 2 საათით ადრე დასრულდა. ამ დროისათვის  ქალაქში ავტოსატრანსპორტო  მოძრაობა აღდგენილია.

 "მოგზაურობა დროში" სხვადასხვა ქალაქიდან და რაიონიდან ჩამოსული  ფოლკლორული ჯგუფების გამოსვლით დასრულდა.

ფესტივალი წელს პირველად გაიმართა, რომლის ორგანიზატორი ქუთაისის მერია გახლდათ.  როგორც აღმოჩნდა, ღონისძიებამ ადგილობრივების ყურადღების მიპყრობა ვერ შეძლო.

 ახალგაზრდული ფესტივალის მიზანი, როგორც ქუთაისის მერია იუწყებოდა "ეროვნული კულტურული ხელოვნების და ფოლკლორული ანსამბლების პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა და ამ პროცესებში ახალგაზრდობის აქტიური ჩართულობა, ქუთაისში ახალგაზრდული საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალების ჩატარების კულტურის დანერგვა და მისი საფესტივალო ქალაქად ჩამოყალიბება. ადგილობრივი მოსახლეობის გააქტიურება და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ქუთაისისა და იმერეთის, როგორც მდიდარი ისტორიული წარსულის და მრავალფეროვანი კულტურული ტრადიციების მქონე რეგიონის იმიჯის ხაზგასმა და წარმოჩენა. ასევე ქალაქის კულტურული დაწესებულებების ისტორიული სახის პოპულარიზაცია" გახლდათ.

არჩილ გეგენავას ფოტო

 

 

      

 

  

    

 

 

 

ავტორი: მარუსა ხურციძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა