|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ახალი ავტოსადგომის მშენებლობაზე 2 642 776 ლარი დაიხარჯა

ქუთაისში  ახალი ავტოსადგომის მშენებლობაზე  2 642 776 ლარი დაიხარჯა. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები, რომელიც სულხან-საბას გამზირზე მიმდინარეობს, დასასრულს უახლოვდება.

ამ დროისათვის ქალაქს 36 ახალი ავტობუსი აქვს მიღებული, თუმცა ავტოსადგომის 90 ავტობუსისათვის არის გათვალისწინებული. გარდა ამისა, ადგილზე ეწყობა ავტოპარკინგი პერსონალისა და ვიზიტორებისთვის, გამწვანების, მოსასვენებელი და სარეკრეაციო ზონები, აშენდა ადმინისტრაციული შენობა და სხვა დამხმარე ნაგებობები. 

მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და მერის მოადგილე იუზა უგულავამ დაათვალიერეს. მერის განცხადებით, ავტოსადგური ავანგარდის დასახლებას ახალ სიცოცხლეს შესძენს. 

 "ავანგარდში, სულხან-საბას გამზირზე, ამ ავტოპარკის აშენებით ქუთაისის ამ უბანმა ახალი ფუნქცია და დატვირთვა შეიძინა.“- განაცხადა ხახალეიშვილმა. მისივე თქმით, "ხალი ავტობუსები, პირველ ეტაპზე, ქუთაისში ყველაზე დატვირთულ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებს ჩაანაცვლებს. 

ცნობისთვის, მუნიციპალური ავტოპარკის სამშენებლო სამუშაოები შპს „სქაიჰაუსმა“ შეასრულა.

შეგახსენებთ, მუნიციპალური ტრანსპორტის მართვის მიზნით ქუთაისის მერიამ შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია" 2019 წელს  შექმნა, ხოლო ჯერ უფუნქციო შპს-ს ხელმძღვანელი ერთი წლის წინ დაუნიშნა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა