|
  • EUR 1 = GEL 3.797
  • USD 1 = GEL 3.2345
|

ქუთაისში ბალტიური გიტარის კვარტეტი დაუკრავს

ქუთაისში   ევროკავშირის კულტურის კვირეულის ფარგლებში  კონცერტი 3 ნოემბერს გაიმართება.
საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლობა 31 ოქტომბრიდან  8 ნოემბრის ჩათვლით  კონცერტებს ქვეყნის 7 ქალაქში გამართავს. კვირეულის ფარგლებში  30-ზე მეტი ხელოვანი  20 ღონისძიებას გამართავს.  ხელოვნების დარგების მეშვეობით, როგორიცაა: მუსიკა, ვიზუალური ხელოვნება, ლიტერატურა და თეატრი, ევროკავშირის კულტურის კვირეული საზოგადოებას ევროპული კულტურის სიმდიდრესა და მრავალფეროვნებას გააცნობს.
  კვირეული 31 ოქტომბერს  თბილისში გაიხსნება, ორი დღით თელავში გადაინაცვლებს, 3 ნოემბერს კი  ქუთაისში   ლატვიური გიტარისტების კვარტეტი  ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში დაუკრავს.  კვირეულის დღეეები  ასევე გაიმართება სიღნაღში, ფოთში, ახალქალაქსა და რუსთავში. 
ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.
 

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 38.05%
უარყოფითად - 52.21%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.73%
სულ - 113 ხმა