ქუთაისში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა
ქუთაისში სპორტის სასახლეში თეიმურაზ აფხაზავას სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მიმდინარეობს.
შეჯიბრში თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის და საქართველოს ნაკრები გუნდები მონაწილეობენ. ტურნირზე 300-მდე სპორტსმენი ასპარეზობს.
ტურნირი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გახსნა. მონაწილეებს წარმატებსა უსურვა ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა ზვიად პატარიძემ.
თეიმურაზ აფხაზავას სახელობის საერთაშორისო ტურნირს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 14 წლის ისტორია აქვს. მისი ორგანიზატორი ქუთაისის მერიის სპორტის განყოფილებაა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა