ქუთაისში დაჭრილი ოცი წლის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ქუთაისში დაჭრილი ოცი წლის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას რეფერალურ ჰოსპიტალში ორი ოპერაცია ჩაუტარდა.
კლინიკის ექიმის ირაკლი გოგინავას ინფორმაციით, პაციენტს მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
"გუშინ გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი შემოიყვანეს ტრავმული შოკით, შინაგანი სისხლდენით. მრავლობითი ჭრილობით გულმკერდის არეში. ჩაუტარდა ორი ოპერაცია, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში"-განაცხადა ირაკლი გოგინავამ.
არსეებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა