|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დევნილთა დასახლებაში გერმანიის დაფინანსებით მინი სტადიონი მოეწყო

ქუთაისში მოწყობილი სტადიონი  იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა დაათვალიერეს.

ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ღია სპორტული მოედნის მოწყობა, დასახლებაში მცხოვრები დევნილების მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა.

,,გერმანიის მთავრობის დახმარებით და მათი დაფინანსებით, იმერეთის 8 მუნიციპალიტეტში განხორციელდა სხვადასხვა პროექტები. მათ შორის არის მინი სტადიონები, სკვერები, სათამაშო, სატრენაჟორო და დასასვენებელი სივრცეები, საბავშვო ბაღები", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, დევნილთა დასახლებებში, მცირე მასშტაბის, 21 ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დასრულდა და დამატებით, კიდევ 4 განხორციელდება.

სამუშაოების დაგეგმვისას მაქსიმალურად არის გათვალისწინებული დასახლებებში არსებული საჭიროებები.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასთან ერთად, მათ განსახლებას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.

ავტორი: ნიუპრესი