|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყო [PHOTO]

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის პროცესს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია გაეცნენ. - სამშენებლო მოედნიდან ინფორმაციას და ფოტოებს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და "აი გრუპის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გულედანი.

ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს კომპანია "აი გრუპი“ აშენებს. მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება. ქარხანაში თავდაპირველად დაახლოებით 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, თუმცა პროექტის განვითარებასთან ერთად კომპანია გეგმავს დასაქმებულთა რაოდენობა 1000-მდე გაზარდოს.

საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში არანაკლებ 5000 ელექტრომობილი დამზადდება.

ამასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში წარმოებული ელექტრომობილები ექსპორტზე გავა.

ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობისათვის კომპანიას  ავტოქარხნის აეროპორტის ყოფილი ტერიტორია გადაეცა.  

ავტომშენებლის ქუჩის #41-ში მდებარე ტერიტორია 1 001 522 კვ.მ.  მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები  "ბიგსერვისს"  საკუთრებაში ერთ ლარად გადაეცა.  ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით,  აღნიშნული მიწის საბაზრო ღირებულება   68 233 693 ლარს შეადგენს.

 შეგახსენებთ, ქუთაისში დამზადებული პირველი ელექტრომობილი 2020 წელს უნდა გამოჩნდეს.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა