|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "ჰუალინგ ჯგუფი" საწარმოს აშენებას გეგმავს

2015 წლის მაისში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად „ჰუალინგ ჯგუფს“ ქუთაისში რამდენიმე პროექტი უნდა განეხორციელებინა. პროექტებისათვის „თიზის“ ფარგლებში, რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება და სამუშაო ადგილების შექმნა იგეგმებოდა.

„ნიუპრესი“ დაინტერესდა, ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოებით. როგორც მერიის ეკონომიკის სამსახურში განაცხადეს, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს ეკონომიკის სამინისტრო კურირებს. ეკონომიკის სამინსიტროს პრესსამსახურმა კი აღნიშნულის შესახებ  საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა მოითხოვა.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ჰუალინგ ჯგუფში“ შემავალი კომპანია ქუთაისში შავი ლითონის ჩამოსხმის  საწარმოს ააშენებს. "ბიზნესკონტაქტის" ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ ქუთაისში შავი ლითონის ჩამოსხმის საწარმოს მშენებლობის ნებართვა უკვე  გასცა. 

ქარხანა დღე-ღამეში მაქსიმუმ 22 ტონა ლითონს აწარმოებს. კომპანიის განმარტებით, საწარმოში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება და დასაქმებულთა 80%-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე იქნება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა